12 მარტს, „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა” და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს CELA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, გიორგი ცხვედიანმა.
შეთანხმების თანახმად საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება ჩართოს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა" სასწავლო კურიკულუმში, ხოლო თავის მხრივ CELA იზრუნებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებაზე, სასწავლო მასალის მომზადებასა და სტუდენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაზე.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.