28 ოქტომბერს პროექტ ,,საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) უნარები დემოკრატიის გაძლიერებისთვის’’ ფარგლებში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენცია ,,სამოქალაქო ჩართულობა ციფრულ დემოკრატიაში: მონაცემები, რესურსები და ხელსაწყოები’’.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემები იყო:
ელექტრონული არჩევნები: მიღწევები, გამოწვევები და არსებული მექანიზმები ელექტრონული ხმის მიცემის პროცესში;
ელექტრონული პლატფორმები და საშუალებები მოქალაქეების, ბიზნესისა და ხელისუფლების ტექნოლოგიური ინტეგრაციისთვის;
ელექტრონული მმართველობა და ღია მონაცემები: ღია მონაცემების პლატფორმები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები;
კიბერუსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა ციფრულ დემოკრატიაში;
კონფერენცია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა დისკუსიებს, მასში მონაწილეობას იღებდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯ ,,ორიენტირის’’ სტუდენტები.
აღნიშნული ღონისძიებით დასრულდა პროექტი ,, ,,საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) უნარები დემოკრატიის გაძლიერებისთვის’’, რომელიც სამი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და მოიცავდა ელექტრონული დემოკრატიის თემაზე ტრენინგებს, ვორკშოფებსა, საკონფერენციო თემებზე მუშაობასა და პრეზენტირებას.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.