,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ზუგდიდში რეგიონული პრეზენტაცია ჩატარდა, რომელზეც სტუდენტებმა შეაჯამეს თავიანთი პროექტების მიზნები, განხორციელებული აქტივობები და შედეგები.
ზუგდიდში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები:
,,ადევნების დანაშაულის დროს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება’’- ავტორები: გიგი ცქვიტაია, ნინო წულაია და ნიკა ბოხუა;
,,არაფორმალური განათლების როლი ახალგაზრდების დასაქმებაში“- ავტორები: ნიკა ჭიჭინაძე, სალომე გამისონია და ალექსანდრე ფირცხელიანი;
,,გახდი აქტიური მოქალაქე საკუთარ თემში’’-ავტორები: მეგი ფიფია, იკა ბოხუა და დიმიტრი ძიმცეიშვილი.
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.