პროექტი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გაძლიერება დემოკრატიის მხარდაჭერისათვის’’ გრძელდება!
16-17 სექტემბერს მონაწილეებისთვის ჩატარდა მორიგი ტრენინგი, რომელსაც თამთა ჭრიკიშვილი-ელექტრონული მმართველობის მკვლევარი, თსუ-ის მოწვეული ლექტორი უძღვებოდა. ამ კვირის სესიების მთავარი საკითხები იყო: ელექტრონული მმართველობის მიღწევები და გამოწვევები საქართველოში, ელექტრონული საჯარო სერვისების ძირითადი მახასიათელები, მონიტორინგისთვის საჭირო უნარები ელექტრონული დემოკრატიის ფარგლებში და ა.შ.
მოწვეულმა სტუმარმა-სილვია ლიპსმა (ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) მონაწილეებს გაუზიარა ესტონური გამოცდილება ციფრული დემოკრატიის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.