ცხადდება მონაწილეთა მიღება კონფერენციაში ,,სამოქალაქო ჩართულობა ციფრულ დემოკრატიაში: მონაცემები, რესურსები და ხელსაწყოები''

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია პროექტის ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) უნარები დემოკრატიის განვითარებისთვის'' ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას კონფერენციაში ,,სამოქალაქო ჩართულობა ციფრულ დემოკრატიაში: მონაცემები, რესურსები და ხელსაწყოები''. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს. 

კონფერენციის სამუშაო თემებია: 

  • ელექტრონული არჩევნები: მიღწევები, გამოწვევები და არსებული მექანიზმები ელექტრონული ხმის მიცემის პროცესში; 
  • ტექნოლოგიური ინოვაცია ყველასთვის და ყველასგან: პლატფორმები და საშუალებები მოქალაქეების, ბიზნესისა და ხელისუფლების ტექნოლოგიური ინტეგრაციისთვის;
  • ელექტრონული მმართველობა და ღია მონაცემები: ღია მონაცემების პლატფორმები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები;
  • კიბერუსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა ციფრულ დემოკრატიაში;
  • ტექნოლოგიები, როგორც ციფრული ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ხელშემწყობი ფაქტორი (ციფრული მონაწილეობა, ელექტრონული ჩართულობა და ინკლუზია). 


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ 2023 წლის 10 ოქტომბრამდე. 


კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 28 ოქტომბერს თბილისში, ოფლაინ რეჟიმში.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა:  

https://forms.gle/VjpAdoJzbgCfHHgF7


მონაწილეებს საკონფერენციო თემების წარმოდგენა შეუძლით როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილში.


გისურვებთ წარმატებებს!


პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.