ცხადდება აბსტრაქტების მიღება სტუდენტთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენციისთვის “ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში“

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES)  ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს აბსტრაქტების მიღებას მეხუთე სტუდენტური კონფერენციისათვის თემაზე.

„ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში”


კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით მათ, ვინც გადიან /ან გაიარეს სამოქალაქო განათლების კურსიდემოკრატია და მოქალაქეობა“.

კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:

  • სამოქალაქო განათლება და მისი სწავლება;
  • სამოქალაქო ჩართულობის გზები: ხმის მიცემიდან საზოგადოებრივ საქმიანობამდე;
  • უმცირესობები: ინტეგრაცია თუ სეგმენტაცია;
  • იდეოლოგიები და მათი აღქმა;
  • ნაციონალიზმი, პატრიოტიზმი და მათი აღქმა;
  • ღია  მმართველობა- ხელისუფლების შეზღუდვა;
  •  ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
  • სოციალური კაპიტალი;
  • ტრადიციული და სოციალური მედიის როლი;

ასევე განიხილება სხვა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული საკითხებიც.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2017 წლის 1 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ აბსტრაქტი სააპლიკაციო ფორმის სახით შემდეგ მისამართზე info@cela.ge (სათაურში მიუთითეთ კონფერენციის სახელწოდება).

დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

მოხსენების აბსტრაქტი (300-დან არაუმეტეს 500 სიტყვისა) უნდა გადმოაგზავნოთ Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.

application_form.docx

შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ 2017 წლის 5 დეკემბრამდე.

კონფერენცია გაიმართება 9 დეკემბერს.

რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაუფინანსდებათ მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@cela.ge  ან www.facebook.com/celageo

CELA-ს სტუდენტთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია ტარდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელებული პროექტის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში" (SEP) ფარგლებში.​