30 ოქტომბერს გორში ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში დისკუსიათა სერიის - „დიალოგები დემოკრატიაზე“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის თემა კონსტიტუციური რეფორმა იყო.
დისკუსიას სტუმრობდა კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია. შეხვედრის მოდერატორმა, ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის ლექტორმა კახაბერ ურიადმყოფელმა დისკუსიის დაწყებამდე ისაუბრა სამოქალაქო განათლების ჟურნალ CIVICUS-ის შესახებ, რადგანაც ჟურნალის მე-13 ნომრის თემაც კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკითხებია.
კონსტანტინე ჩოკორაიამ მიმოიხილა საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმების ქრონოლოგია, უახლესი რეფორმის მიმდინარეობა, საკამათო საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა - საპარლამენტო არჩევნები, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. შეხვედრის ძირეული ნაწილი ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.