ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ “CIVICUS”-ის მე-13 ნომრისთვის

ელექტრონული ჟურნალი "CIVICUS" „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის(CELA)“ ეგიდით ორ თვეში ერთხელ გამოიცემა. ჟურნალში ქვეყნდება სტატიები დემოკრატიისა და სამოქალაქო მონაწილეობის პრობლემებთან დაკავშირებით. გამოცემის თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ საკითხს ეძღვნება.

2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებას აპირებს. დამტკიცების პროცესს საკონსტიტიციო საკითხებზე საერთო სახალხო დისკუსიაც მოჰყვება. ჟურნალ "CIVICUS"-ის სარედაქციო ჯგუფს სურს, რომ სტუდენტებს კონსტიტუციის შესახებ სადისკუსიო პლატფორმა შესთავაზოს. აქედან გამომდინარე, მეცამეტე ნომრის თემა კონსტიტუცია და საკონსტიტუციო მოწყობის საკითხები იქნება. ჟურნალ "CIVICUS"-ის მორიგი ნომრისათვის ველოდებით სტატიებს შემდეგ პრობლემებთან დაკავშირებით (პრობლემები განხილული უნდა იყოს საქართველოს კონტექსტში):

  • სოციალური ხელშეკრულების თეორიები და მათი მნიშვნელობა
  • საქართველოს საკონსტიტუციო მემკვიდრეობა
  • მონარქია vs რესპუბლიკა
  • საპრეზიდენტო მმართველობა vs საპარლამენტო რეჟიმი
  • ერთპალატიანი პარლამენტი vs ორპალატიანი პარლამენტი
  • ფედერალიზმი vs უნიტარიზმი
  • საარჩევნო სისტემა (ბარიერი, ბლოკების აკრძალვა, არჩევის წესი)
  • კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები
  • კონსტიტუცია და სოციალური საკითხი
  • კონსტიტუცია და სეპარატისტული რეგიონები
  • საქართველოს კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი
  • სხვა

სტატიები მომზადებული უნდა იყოს MS Word (.doc) ფორმატში, შრიფტი - „Acad Nusx Geo”, შრიფტის ზომა -12, ხაზებს შორის დაშორება 1.15. სტატიის ზომა არ უნდა იყოს ერთ გვერდზე ნაკლები და არ უნდა აღემადებოდეს 5 გვერდს. სტატიები უნდა იყოს ანალიტიკური და მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქართულ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა. სტატიები უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისისა, ელექტრონულ მისამართზე: info@cela.ge და საჭირო ველში - “subject” მიუთითოთ „CIVICUS 13”.

სტატიებს ასწორბეს სამი შემფასებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

სტატიის სტრუქტურა
თემის მომცველობა
არგუმენტირებულობა
ორიგინალობა
ზოგადი განათლება

სამივე შემფასებლის მიერ დაწერილი ქულები შეჯამდება და ასე გამოვლინდება გამარჯვებულთა სია.

გთხოვთ, სტატიის გამოგზავნისას დოკუმენტს თქვენი სახელი და გვარი დააწეროთ და სტატიის ბოლოს აუცილებლად მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.

“CIVICUS”-ის სარედაქციო საბჭო განიხილავს მიღებულ სტატიებს და ავტორებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 2017 წლის 25 მაისისა.

შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ჟურნალ “CIVICUS”-ის მე-13 ნომერში, ხოლო ავტორები მიიღებენ ჰონორარს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ელექტრონულ მისამართზე info@cela.ge ან Facebook გვერდზე www.facebook.com/celageo

ჟურნალის გამოქვეყნებული ნომრების სრულად ნახვა შეგიძლიათ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ვებ-გვერდზე: http://cela.ge/ge/civicus ხოლო ცალკეული სტატიების ნაწილის ნახვა შესაძლებელია “CIVICUS”-ის ბლოგზე www.civicuscela.wordpress.com

ჟურნალი CIVICUS გამოიცემა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით (USAID), პროგრამის საარჩევნო პროცესების გაძლიერება (SEP) საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES). სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA)  პროფესიული გაერთიანებაა, რომლის წევრები საქართველოს 27 უმაღლესი სასწავლებლის სამოქალაქო განათლების ლექტორები არიან. ასოციაციის მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამოქალაქო ინოვაციის, აქტივობებისა და განათლების ცენტრებად ჩამოყალიბება და გაძლიერება.