სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს აბსტრაქტების მიღებას მეოთხე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისთვის თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში“.
ქართული სახელმწიფოებრივი ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა მასში ხანგრძლივი წყვეტილი იყო, როდესაც მე-19 საუკუნეში საქართველო აღმოჩნდა ჯერ რუსეთის იმპერიის, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საკუთარი სახელმწიფოებრიობის დიდი ხნით არქონა საზოგადოების სახელმწიფოსაგან გაუცხოებას იწვევს, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მრავალი პრობლემის სახით დაუბრუნდა ქვეყანას და დღემდე ხელს უშლის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეს. ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორია სამ ათეულ წელსაც არ ითვლის. ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიმთავრებია ქვეყნის მოწყობის პროცესი. სწორედ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალურს ხდის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოქალაქეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად შეფასდა, ხოლო პოლიტიკური კულტურის განვითარება საზოგადოებრივი წინსვლის წინაპირობად გამოცხადდა. ამიტომაც მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23 წლის მანძილზე რა შეიცვალა ამ მიმართულებით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიღწევად და რა რჩება გამოწვევად.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აღნიშნული საკითხის შესწავლით დაინტერესებულ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით „დემოკრატია და მოქალაქეობა“ კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2017 წლის 26 მარტამდე შეავსოთ და გამოგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: info@cela.ge (სათაურში მიუთითეთ „სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში“).
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.
მიღებულ განაცხადებებს განიხილავს კომისია. შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ 2017 წლის 31 მარტამდე. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.
კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 22 აპრილს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@cela.ge ან www.facebook.com/celageo
კონფერენციის მომხსენებლებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაუფინანსდებათ მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები.
CELA-ას მეოთხე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ტარდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელებული პროექტის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში" (SEP) ფარგლებში.