სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს აბსტრაქტების მიღებას სტუდენტთა მესამე კონფერენციისთვის თემაზე:
სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოქალაქეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად შეფასდა, ხოლო პოლიტიკური კულტურის განვითარება საზოგადოებრივი წინსვლის წინაპირობად გამოცხადდა, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23 წლის მანძილზე რა შეიცვალა ამ მიმართულებით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიღწევად და რა რჩება გამოწვევად.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:
დემოკრატიული ინსტიტუტები და ადგილობრივი თვითმმართველობა;
სამოქალაქო განათლება;
სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეთა ჩართულობა;
ღია მმართველობის ცნება - ხელისუფლების შეზღუდვა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
არჩევნები და ამომრჩეველთა აქტივობა;
სოციალური კაპიტალი;
ახალგაზრდების აქტიურობა და მოხალისეობა;
უმცირესობების ინტეგრაცია;
ტრადიციული და სოციალური მედიის როლი;
სხვა კატეგორია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის შესწავლით და განსაკუთრებით მათ, ვინც გადიან /ან გაიარეს სამოქალაქო განათლების კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2015 წლის 23 ნოემბრამდე გადმოაგზავნოთ CV და აბსტრაქტი შემდეგ მისამართზე info@cela.ge (სათაურში მიუთითეთ „სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში“) .
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.
მოხსენების აბსტრაქტი (300- დან არაუმეტეს 500 სიტყვისა) უნდა გადმოაგზავნოთ Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.
შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ 2015 წლის 28 ნოემბრამდე.
კონფერენცია 2015 წლის გაიმართება 19 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
info@cela.ge ან www.facebook.com/celageo