27 ივნისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ქორთიარდ მარიოტში გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში სამოქალაქო განათლების სწავლების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ, როგორც სამოქალაქო განათლების ლექტორები საქართველოს 21 უნივერსიტეტიდან სადაც ისწავლება კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“, ასევე კურსდამთავრებული სტუდენტები.
მოხსენებები გამოიცა პუბლიკაციის სახით.