27 ივნისს ქორთიარდ მერიოტში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა და საქართველოში მოქმედ 21 უნივერსიტეტის რექტორს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტები ვალდებულებას იღებენ შეინარჩუნონ/ჩართონ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა"სასწავლო კურიკულუმებში, ხოლო თავის მხრის CELA იზრუნებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებაზე, სასწავლო მასალის მომზადებასა და სტუდენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაზე.