სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია პროექტის ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) უნარები დემოკრატიის განვითარებისთვის'' ფარგლებში აცხადებს მონაწილეთა მიღებას კონფერენციაში ,,სამოქალაქო ჩართულობა ციფრულ დემოკრატიაში: მონაცემები, რესურსები და ხელსაწყოები''.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის სამუშაო თემებია:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.
კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 28 ოქტომბერს თბილისში, ოფლაინ რეჟიმში.
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/VjpAdoJzbgCfHHgF7
მონაწილეებს საკონფერენციო თემების წარმოდგენა შეუძლით როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილში.
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.