,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021'' პროექტის მონაწილეები შიდა ქართლის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

8 აპრილს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეები შიდა ქართლის (გორი, კასპი, ხაშური) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს:  ნანა ტერმაკოზაშვილს, ნათია ილურიძესა და ზვიად გოგუაძეს zoom პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ.

შეხვედრის დასაწყისში იოსებ გაბარაევმა მიმოიხილა ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები. თავის მხრივ, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებმა მონაწილეებს გაუზიარეს გასული წლის თანამშრომლობის გამოცდილება სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელების პროცესში.

რესურს-ცენტრის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი პროექტების განხორციელების პროცესში კვლავ აქტიურად ითანამშრომლონ სტუდენტებთან.

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.