8 აპრილს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მონაწილეები შიდა ქართლის (გორი, კასპი, ხაშური) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს: ნანა ტერმაკოზაშვილს, ნათია ილურიძესა და ზვიად გოგუაძეს zoom პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ.
შეხვედრის დასაწყისში იოსებ გაბარაევმა მიმოიხილა ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები. თავის მხრივ, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებმა მონაწილეებს გაუზიარეს გასული წლის თანამშრომლობის გამოცდილება სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელების პროცესში.
რესურს-ცენტრის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი პროექტების განხორციელების პროცესში კვლავ აქტიურად ითანამშრომლონ სტუდენტებთან.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.