4 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო კუთხე გაიხსნა.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამკითხველო კუთხე აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ლიტერატურით.
გარდა ამისა, კურსის სტუდენტებმა, საკუთარი ინიციატივით, თსუ-ს სტუდიაში ჩაწერეს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სახლმძღვანელოს აუდიო ვერსია, რომელიც IFES მხარდაჭერით გამოიცა დისკების სახით და დაურიგდა უსინათლოთა სკოლას, ასევე, განთავსდა ბიბლიოთეკებში. უსინათლო სტუდენტებისთვის ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სახელმძღვანელოც.
კურსის ფარგლებში, თსუ-ს ბაზაზე, სტუდენტებმა უსინათლოებისთვის შექმნეს სპეციალური ვებ-გვერდი - „სტუდენტები უსინათლოთა ინტეგრაციისთვის“, შესაბამისი სტანდარტების დაცვით (http://visuallyimpaireds.tsu.ge/) უსინათლოთათვის განკუთვნილი კუთხე და ვებ-გვერდი „სტუდენტები უსინათლოთა ინტეგრაციისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ კურსის სტუდენტთა ჯგუფის მიერ მოპოვებული გრანტის „უსინათლო სტუდენტების ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა“ (ფონდი „ღია საზოგადოება“) ფარგლებში მოეწყო.