9 დეკემბერს V სტუდენტურ კონფერენციაზე, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA) დემოკრატიის ქომაგის გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებული გახდა არინა თავაქარაშვილი, რომელიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების თანასწორობის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გავრცელებასა და განვითარებას საქართველოში.
არინა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სკოლასა და უნივერსიტეტში. ის სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში კურს „დემოკრატია და მოქალაქეობას“ კითხულობს. თუმცა, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, არინა სხვა გზებითაც ცდილობს დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობას საზოგადოებაში, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიური წევრი, აქტიური მოქალაქე და მუდმივად ცდილობს გორის საზღვრისპირა სოფლებში მოქალაქეთა განათლებისა და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობას.
ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.