სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს აბსტრაქტების მიღებას მეხუთე სტუდენტური კონფერენციისათვის თემაზე.
„ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში”
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით მათ, ვინც გადიან /ან გაიარეს სამოქალაქო განათლების კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:
ასევე განიხილება სხვა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული საკითხებიც.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2017 წლის 1 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ აბსტრაქტი სააპლიკაციო ფორმის სახით შემდეგ მისამართზე info@cela.ge (სათაურში მიუთითეთ კონფერენციის სახელწოდება).
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.
მოხსენების აბსტრაქტი (300-დან არაუმეტეს 500 სიტყვისა) უნდა გადმოაგზავნოთ Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.
შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ 2017 წლის 5 დეკემბრამდე.
კონფერენცია გაიმართება 9 დეკემბერს.
რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაუფინანსდებათ მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@cela.ge ან www.facebook.com/celageo
CELA-ს სტუდენტთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია ტარდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელებული პროექტის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში" (SEP) ფარგლებში.