26 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „CIVICUS“-ის მე-14 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ნომერი თბილისის ურბანული პოლიტიკის მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს მიეძღვნა.
შეხვედრა გახსნა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ, რომელმაც ისაუბრა ჟურნალის მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ. შემდეგ, შეხვედრას გაუძღვა „სივიკუსის“ რედაქტორი - მარიამ გულიაშვილი, რომელმაც პრეზენტატორებთან ერთად განიხილა ქალაქში არსებული ურბანული პრობლემები. მომხსენებლები გახლდნენ - ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქ. თბილისის ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი და გიორგი ბაბუნაშვილი - „ურბანული ლაბორატორიის“ დირექტორი. მათ თბილისის სატრანსპორტო სისტემის პრობლემებსა და ველოტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვა მომხსენებლებიც, რომელთაც აუდიტორიას გააცნეს საკუთარი სტატიების შინაარსი. მათ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქალაქის მართვის მსოფლიო გამოცდილების მაგალითები, ურბანიზაციის გამოწვევები და ამ თემასთან დაკავშირებული ფოტო და კინო ისტორიები.
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია თემაზე - „თბილისის ურბანული პოლიტიკის მთავარი გამოწვევები“.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.
ჟურნალის ყველა ნომრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://cela.ge/ge/civicus
ეტაპობრივად ყველა სტატია ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts
ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/