27 ივნისს, „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს CELA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ადმინისტრაციის წევრები, CELA-ს წევრები და IFES საქართველოს წარმომადგენლები.
შეთანხმების თანახმად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება ჩართოს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა" სასწავლო კურიკულუმში, ხოლო თავის მხრივ CELA იზრუნებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებაზე, სასწავლო მასალის მომზადებასა და სტუდენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაზე.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.