21 მაისს პანკისის სოციალურ კაფეში „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა“ და „პანკისის ახალგაზრდული ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით ელექტრონული ჟურნალის „Civicus”-ის მეთერთმეტე ნომრის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიების ძირითადი თემა იყო ღირებულებათა ტრანსფორმაცია და ტოლერანტობა.
„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ სახელმწიფოსა და ინდივიდის ურთიერთკავშირზე, უმცირესობათა ჩართულობასა და ტოლერანტობაზე ისაუბრა. „Civicus”-ის მეთერთმეტე ნომრის ავტორებმა კი აუდიტორიას საკუთარი სტატიები და ჟურნალის ძირითადი დანიშნულება გააცნეს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო CELA-სა და „პანკისის ახალგაზრდული ცენტრის“ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.
ჟურნალის ყველა ნომრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://cela.ge/ge/civicus
ეტაპობრივად ყველა სტატია ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts
ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/