დღეს, 30 სექტემბერს კავკასიურ სახლში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასა და საქართველოში მოქმედ 4 უნივრსიტეტის რექტორს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
შეთანხმების თანახმად საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს შსს აკადემია, სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულებას იღებენ ჩართონ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა"სასწავლო კურიკულუმებში, ხოლო თავის მხრის CELA იზრუნებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა გადამზადებაზე, სასწავლო მასალის მომზადებასა და სტუდენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაზე.
ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.