USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აგრძელებს დისკუსიათა სერიას "დიალოგები დემოკრატიაზე", რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას და სადისკუსიო სივრცის შექმნას.
რიგით მერვე დისკუსია გაიმართა 13 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსსიტეტში თემაზე: „საჯარო სამსახური, ნეპოტიზმი და საზოგადოებრივი კონტროლი“, რომელსაც უძღვებოდა მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი.
მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოში საჯარო სამსახურის უმთავრეს გამოწვევებზე, მათ შორის კანონმდებლობის დახვეწის და მოხელეთა კონკურსების გამჭვირვალედ ჩატარების საკითხებზე.
ღინისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და პროფესორები, CELA -ს წევრები.