CELA სამეცნიერო ჟურნალისთვის სტატიების მიღებას იწყებს

"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" იწყებს სტატიების მიღებას სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალისთვის "სამოქალაქო განათლების მიმოხილვა".

აღნიშნული ჟურნალი არის ყოველწლიური გამოცემა, რომელიც გამოდის, როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით.

პირველი ნომრის თემაა: "დამოუკიდებლობის 24 წელი - დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში "

ნაშრომი გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე info@cela.ge (სათაურში მიუთითეთ სამოქალაქო განათლების მიმოხილვა)

სტატიების მიღების ბოლო ვადა: 15ივლისი

რეცენზირებისათვის მოწოდებული სტატია უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქო განათლებაში გარკვეულ სამეცნიერო წვლილს, მოიცავდეს საკვლევი თემის კრიტიკულ ანალიზს, შესაბამისი არგუმენტებით. ამასთანავე ჰქონდეს თეორიული ჩარჩო და შესრულებული იყოს რელევანტურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

  • ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული, ან წარდგენილი რეცენზირებისათვის სხვა ჟურნალში;
  • შეესაბამებოდეს აღნიშნული ჟურნალის სტილისტურ და სტრუქტურულ მოთხოვნებს;
  • ავტორებმა ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ თანდართული ილუსტრაციული მასალის საავტორო უფლებების დამადასტუებელი საბუთი.

სტატია უნდა წარმოადგინოთ შემდეგი ფორმატით:

  • ნაშრომის სათაური -შრიფტის ზომა 14, Bold,  გასწორეთ ნაშრომის ცენტრში
  • თავფურცელი -ინფორმაცია ავტორის შესახებ: სახელი, გვარი, ინსტიტუცია, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი (შრიფტის ზომა 12, Bold, გასწორებული ნაშრომის ცენტრში)
  • აბსტრაქტი -მინიმუმ 200, მაქსიმუმ 300 სიტყვა რომელიც მოიცავს საკვლევ პრობლემას,  ნაშრომის მიზანს, მეთოდოლოგიას და ძირითადი მიგნებებს (შრიფტის ზომა 10, Italic) 
  • საკვანძო სიტყვები - 5 ერთეული (შრიფტის ზომა 10, Bold, italic)
  • ტექსტი - ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word-ის ფორმატში .doc გაფართოებით. შრიფტი -sylfaen, ზომა- 12, ველების დაშორება -1 ინჩი. ქვეთავების დასახელება: შრიფტის ზომა 14, Bold, italic
  • მოცულობა- ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს  7000 სიტყვას (სქოლიოების და შენიშვნების ჩათვლით)
  • სქოლიოები -უნდა წარმოადგინონ ნაშრომის ბოლოს
  • ციტირება - რომელიც აღემატება 10 ერთეულს  უნდა იყოს გამოყოფილი ტექსტიდან როგორც ბლოკი და ჩაისვას ბრჭყალებში. 
  • შენიშვნები - შენიშვნები უნდა დაერთოს ნაშრომის ბოლოს (შრიფტის ზომა 10 )
  • გამოყენებული ლიტერატურა - გამოყენებული ლიტერატურა დაერთოს ნაშრომის ბოლოს და შესრულდეს APA სტანდარტით. დეტალური ინფორმაცია ამ სტანდარტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე  (შრიფტის ზომა 10) 
  • ანოტაცია ინგლისურ ენაზე - მინიმუმ 500 მაქსიმუმ 1500 სიტყვა (შრიფტიTimes New Roman,ზომა 12 )
  • ფაილის სახელწოდება -უნდა იყოს ავტორის გვარი, მაგალითად, antadze.doc