პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ინიციატივით „მრგვალი მაგიდა“ – სამოქალაქო განათლების სწავლება: მიღწევები და გამოწვები“ – გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, IFES საქართველოს, PH international-ის, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციის, ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის და სხვა აღნიშნულ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების სწავლების კოორდინაციის მნიშვნელობაზე, ასევე მათ მიერ მიღწეულ წარმატებასა და გამოწვევებზე.
ორგანიზატორების განცხადებით მსგავსი ღონისძიებების გამართვა უახლოეს მომავალშიც არის დაგეგმილი.
ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.