16 მარტს "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" ორგანიზებით სოხუმის უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი დისკუსია თემაზე: „ახალგაზრდების როლი კონფლიქტების დარეგულირებაში".
დისკუსიაში მონაწილეობდნენ გიორგი კანაშვილი - კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი და ელიკო ბენდელიანი - დევნილთა ქსელი „სინერგიას“ წევრი, რომლებთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან დიალოგის პროცესში.
დისკუსიაზე განხილული იქნა თუ როგორ ცხოვრობენ კონფლიქტურ რეგიონებში აფხაზი და ოსი ახალგაზრდები, რა სახის კონტაქტებია ქართველებსა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის, რა პერსპექტივები არსებობს და რა გზებით არის შესაძლებელი მათთან ურთიერთობის დამყარება.
მოწვეულმა სტუმრებმა ასევე ისაუბრეს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის მნიშვნელობის აუცილებლობაზე, მათ ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამებისა და სოციალური კომუნიკაციის გაძლიერებაზე. დისკუსიაზე შეფასებული იქნა საქართველოს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში, ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მათი შედეგები.
დისკუსიათა სერია "დიალოგები დემოკრატიაზე" ხორციელდება "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.