IFES საქართველომ „სამოქალაქო განათლების გზამკვლევი“ გამოსცა

ნამდვილად გვჭირდება თუ არა მთავრობა? რა არის კარგი მმართველობის ძირითადი ელემენტები? რა არის ადამიანის უფლებები? რატომ არის მოქალაქის ჩართულობა აუცილებელი დემოკრატიისთვის? გარდა არჩევნებისა, როგორ შემიძლია ჩავერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში? რა უფლებები და პასუხისმგებლობები აქვს მოქალაქეს დემოკრატიულ საზოგადოებაში? რატომ არის გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი? რა როლს თამაშობს მედია დემოკრატიულ საზოგადოებაში? ეს მხოლოდ ის რამდენიმე შეკითხვაა, რომელზეც პასუხებს IFES საქართველოს მიერ ახლადგამოცემულ სამოქალაქო განათლების გზამკვლევში იპოვნით.

ოთხენოვანი გამოცემა კარგადაა ილუსტრირებული და განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის. გზამკვლევი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა და მოიცავს ექვს ნაწილს: ინდივიდი, სახელმწიფო და კონსტიტუცია; ადამიანის უფლებები; სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეთა მონაწილეობა; არჩევნები და წარმომადგენლობითი დემოკრატია; გენდერული თანასწორობა და მისი უზრუნველყოფა; მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

      

IFES-ის და CELA-წარმომადგენლების შეხვედრა სამოქალაქო განათლების გზამკვლევის მკითხველებთან.

სამოქალაქო განათლების გზამკვლევი გავრცელდა საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, IFES-ის 22 პარტნიორ უნივერსიტეტში, სადაც ისწავლება IFES-ის სამოქალაქო საგანმანათლებლო კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“. გზამკვლევში ასევე გაეცნობით დემოკრატიულ პრინციპებს და მოქალაქეებისათვის საჭირო რესურსების და ბმულებს. თავად გზამკვლევის ელექტრონული ვერსიების გადმოწერა ჩვენი ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.