პროექტის ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გაძლიერება დემოკრატიის მხარდაჭერისათვის’’ პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ელექტრონული დემოკრატიისა და ელექტრონული მმართველობის შესახებ.
ტრენინგების ფარგლებში ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ელექტრონული სერვისების გენდერული ანალიზის, ICT ტექნოლოგიების გამოყენების, სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი), ელექტრონული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია აბსტრაქტების მიღება კონფერენციაში ,,სამოქალაქო ჩართულობა ციფრულ დემოკრატიაში: მონაცემები, რესურსები და ხელსაწყოები''. ამჟამად მონაწილეები აქტიურად მუშაობენ საკონფერენციო თემებისა მომზადებაზე.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.