ვეძებთ პროექტში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს!!!!!
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია იწყებს მონაწილეთა მიღებას პროექტში „ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გაძლიერება დემოკრატიის მხარდაჭერისათვის“.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც საკომუნიკაციო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას, დაინტერესებული არიან სამოქალაქო აქტივიზმით და სურთ გაეცნონ სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში ციფრული სერვისების გამოყენების თავისებურებებს.
პროექტი არის ჰიბრიდული, ღონისძიებათა ნაწილი გაიმართება ონლაინ, ნაწილი პირისპირ ფორმატით.
პროექტი ითვალისწინებს მონაწილეთა გადამზადებას (ონლაინ ტრენინგი), ვორქშოპებს საერთაშორსისო ექსპერტების მონაწილეობით. მენტორების ხელმძღვანელობით მონაწილეები განახორციელებენ პრატიკულ აქტივობებს და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელ კონფერენციაში (პირისპირ ფორმატი).
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ საპლიკაციო ფორმა https://forms.gle/W8jeN6zQpR5y6XKt8 (ყველა ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება).
განაცხადების მიღება გაგრძელდება 22 აგვისტომდე.
შერჩეულ მონაწილეებს ეცნობებათ 30 აგვისტომდე.
ტრენინგები დაიწყება 8 სექტემბრიდან.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.