,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორში რეგიონული პრეზენტაცია ჩატარდა, რომელზეც სტუდენტებმა შეაჯამეს თავიანთი პროექტების მიზნები, განხორციელებული აქტივობები და შედეგები.
გორში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები:
,,ევროკავშირის ღირებულებები და საქართველოს განვითარების პერსპექტივა’’- ავტორები: ალექსანდრე სადაღაშვილი, ნატა ბიჩენოვი, გვანცა გვიმრაძე;
,,პირველადი გადაუდებელი დახმარების ცოდნა, როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქის პასუხისმგებლობა’’- ავტორები: თინიკო თანდიაშვილი, ანანო სუხიტაშვილი, გიორგი გულეური;
,,სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, როგორც ადამიანთა მარგინალიზაციის ხელშემწყობი და მასთან ბრძოლის მექანიზმები’’- ავტორები: მარიამ პავლიაშვილი, მარიამ ადუაშვილი, დაჩი ჩხარტიშვილი.
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.