,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის” ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: გენო ხვიჩავამ, მარიამ ჯალანდარმა და მარი შაშვიაშვილმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,, პლასტმასის ნაწარმის მოხმარება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე’’.
პროექტის სამიზნე ჯგუფს მოზარდები წარმოადგენდნენ, რომლებსაც ავტორებმა ჩაუტარეს ტრენინგები პლასტმაისის ნაწარმის გამოყენების შედეგებზე, შეხვედრების ფარგლებში მიმოიხილეს რა რისკებს წარმოშობს პლასტამისის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და ეკოლოგიური გარემოსთვის, როგორ შეიძლება პლასტმაისის ნაწარმის ჩანაცვლება, მისი შემცირება და ა.შ.
თითოეული ტრენინგი წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, მონაწილეებს ჰქონდათ პრაქტიკული დავალებები, რომლის ფარგლებში მსჯელობდნენ პლასტამისის ნაწარმის გამოყენების უარყოფით შედეგებზე.
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.