,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: დიანა ფუტკარაძემ, გიორგი ბოლქვაძემ და ნინი სურმანიძემ წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,მეტი არაფორმალური განათლების შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას არაფორმალური განათლების შესახებ.
მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორებმა მონაწილეებს ჩაუტარეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს: არაფორმალური განათლების არსი და როლი დასაქმებაში, მისი ფუნქციები, არაფორმალური განათლების მიღების გზები და ა.შ. შეხვედრები ჩატარდა: ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 25-ე საჯარო სკოლაში.
ერთ-ერთ შეხვედრაზე მოწვეული იყო შორენა ქადიძე-კარიერის აკადემიის დამფუძნებელი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა არაფორმალური განათლების როლზე კარიერულ წინსვლაში. თითოეული შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერგის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.