2023 წლის 17 ივნისისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენცია ,,საბჭოთა წარსული და მისი ინტერპრეტაცია თანამედროვე საქართველოში’’.
კონფერენციის მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრების წარსულის გააზრების საკითხებით დაინტერესების წახალისება და აკადემიურ დისკურსში ამ თემის ჩართვა იყო.
კონფერენციაზე სტუდენტებმა და ახალგზრდა მეცნიერებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგ თემებზე: საბჭოთა რეპრესიები და მათი ხსოვნა, ისტორიის სწავლება და გააზრება, საბჭოთა მოგონებების ონლაინ განზომილება: ვიზუალური ინტერნეტ-არქივები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში, 1956 წლის 9 მარტი-რეპრესირებული ხსოვნა, რომელიც ტრამვად ვერ იქცა, წარსულის გადასინჯვა საბჭოთა საქართველოში (1988-1990 წლები), საქართველოს სხვადასხვა თაობის კოლექტიურ მეხსიერებაში 9 აპრილის ტრაგედიის მნიშვნელობა და ა.შ.
მოხსენებების შეფასების კომისიის წევრები იყვნენ:
თამარ ქარაია - სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
მანანა შამილიშვილი - თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი;
ქეთევან მუხიგული - სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრი, თსუ-ს, GIPA-სა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;
ქეთევან ჟორდნაია - ქალთა ფონდი ‘’ტასოს’’ ხელმღვანელი.
კონფერენცია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება წაახალისებს ახალგაზრდების ამ თემით დაინტერესებასა და აკადემიურ განვითარებას.