,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: თინიკო თანდიაშვილი, ანანო სუხიტაშვილი და გიორგი გულეური ახორციელებენ პროექტს ,,პირველი გადაუდებელი დახმარების ცოდნა, როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალდებულება’’, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას პირველი გადაუდებელი დახმარების საჭიროებისა და პროცედურების შესახებ.
პროექტის ფარგლებში ავტორებმა პირველი ტრენინგი ჩაატარეს ხაშურის საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო ზვიად გოგუაძე-ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
სტუდენტებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია პირველი დახმარების 4 მოდულის შესახებ, ესენია: გულ-ფილტვის რეანიმაციის სწავლება, ჭრილობებისა და სისხლდენის, შინაგანი სისხლდენისა და გადაცდენის დროს პირველი დახმარება. ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.