,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში დაიწყო სტუდენტთა სამოქმედო პროექტების განხორციელება!
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: გიგი ცქვიტაია, ნინო წულაია და ნიკა ბოხუა ახორციელებენ პროექტს ,,ადევნების დანაშაულის დროს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება’’, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადვნების დანაშაულის შესახებ.
პროექტის ფარგლებში სტუდენტების ორგანიზებით ჩატარდა პირველი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ: ლევან პაპავა- სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორი და ცაბუნია ვართაგავა-სამოქალაქო აქტივისტი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა პროექტის მონაწილეებს გააცნეს ადამიანის უფლებები, ადევნების დანაშაულის სახეები, ასევე ის თუ რა სამართლებრივ ზომებს უნდა მიმართოს მოქალაქემ ადევნების შემთხვევაში. შეხვედრა აქტიური-კითხვა პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.