,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თბილისში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც მოწვეული იყო აიჰან ჰასანლი-ორგანიზაცია ,,სალამის’’ წარმომადგენელი.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მიმოიხილა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების განათლებისა და საჯარო სექტორში დასაქმების საკითხები, ნოვრუზ ბაირამის შესახებ არსებული სტერეოტიპები, ასევე ორგანიზაცია ,,სალამის’’ მიერ წარმოებული ადვოკატირების კამპანიები: #მასწავლექართულიუფასოდ, #გვარიდამიბრუნე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.