,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც მოწვეული იყო სოფო ხუჭუა-გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მიმოიხილა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისია და განხორციელებული აქტივობები, ასევე გაეროს გლობალური შეთანხმება, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორატიული მდგრადობის ინიციატივა, მისი 10 პრინციპი და მდგრადი განვითარების მიზნები. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.