გორის მონაწილეები თელავის რაიონულ პროკურორს შეხვდნენ


,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იყო ნანა გუგუტიშვილი-თელავის რაიონული პროკურორი.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მომოიხილა სიძულვილის ენის მახასიათებლები, სიძულვილის ენა, როგორც დისკრიმინაციის საფუძველი, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინაამღდეგ ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა კონკრეტული შემთხვევები განიხილეს.


 ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.