,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის'' ფარგლებში გრძელდება სამუშაო შეხვედრების ჩატარება


 ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის'' ფარგლებში ახალციხეში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელზე მოწვეულნი იყვნენ: ანდრანიკ ბაღდასარიანი-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში, თამუნა უჩიძე-საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს კოორდინატორი, ინგა ირიცინიანი-ადგილობრივი ჟურნალისტი და ნინო ნადირაძე-სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კოორდინატორი.


შეხვედრის ფარგლებში ანდრანიკ ბაღდასარიანმა მიმოიხილა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის პრაქტიკული მექანიზმები, თამუნა უჩიძემ კი ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და გზებზე.


 ინგა ირიცინიანმა მიმოიხილა მედიის ფუნქციები, ნინო ნადირაძემ კი ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


 ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.