,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ახალციხეში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ გიორგი აღლემაშვილი და თამუნა მურჯიკნელი-ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მიმოიხილეს ოჯახში ძალადობისა და ბავშვზე ძალადობის ფორმები, სტატისტიკა და მისი პრევენციის გზები. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.