,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ პროექტის ახალციხელი მონაწილეებისთვის ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ პროექტის წინა წლების მონაწილეები: ანდრო თავართქილაძე (ბათუმი), კესო შონია (ზუგდიდი), ტარიელ ხურციძე (ქუთაისი), ქეთი ნათათრიშვილი (თელავი), ეთერ გოგიაშვილი (გორი) და თორნიკე ელაშვილი (თბილისი).
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტების პრეზენტაციები: ისაუბრეს მიზნების, ამოცანების, განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ. სტუმრებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება, თუ რა საკითხები უნდა გაითვალისწინონ პროექტების განხორციელების დროს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.