პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თბილისში დაიწყო ვორკშოფების განხორციელება!
პირველ ვორკშოფზე მოწვეულნი იყვნენ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის’’ მონაწილეები: ანანო სანიკიძე, სალომე მეხრიშვილი, თორნიკე ელაშვილი და ასევე ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021-ის’’ მონაწილეები: ანა სიხაშვილი და მარიამ კვეტენაძე.
მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება, მიმოიხილეს თავიანთი პროექტების მიზანი, აქტივობები, შედეგები და ასევე ის გამოწვევები, რომელსაც პროექტების განხორციელების დროს გადააწყდნენ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.