პროექტ ,,ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლის’’ ფარგლებში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც კონფლიქტისპირა რეგიონის სტუდენტებმა მიიღეს.
ტრენინგების დაწყებისას მონაწილეებს მიესალმნენ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი-თამარ ქარაია, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი-მანანა ბეგიაშვილი, ასევე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი-მარიკა შერაზადაშვილი.
ტრენინგების ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონდებლო და სასამართლო პრაქტიკული მექანიზმები. სტუდენტები ასევე გადამზადნენ ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების მიმართულებით. მომავალი კვირიდან კი ისინი დაიწყებენ მზადებას პროექტის მეორე ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც მათ მიერ ტრენინგების პროცესში მიღებული ინფორმაციის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის გაზიარებას ითვალისწინებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა“ მხარდაჭერილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ხორციელდება პროგრამა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.