სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კონფლიქტთან მოსაზღვრე ზონებში - გორის და ზუგდიდის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის. შერჩეული აპლიკანტები ჩაერთვებიან „ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა’’, რომლის მიზანია გაზარდოს კონფლიქტთან მოსაზღვრე ზონებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრაქტიკული მექანიზმების გამოყენების უნარი; ჩართოს ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების საზოგადოებისათვის გაზიარების პროცესში;
მნიშვნელოვანია, პროექტის მონაწილეებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, განვითარების სურვილი და იყვნენ მოტივირებულნი.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ გორისა და ზუგდიდში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს (სხვა რეგიონების პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების განაცხადები არ განიხილება).
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და საკანონმდებლო პრაქტიკული მექანიზმების მიმართულებით; სტუდენტები გაეცნობიან, აღნიშნული მექანიზმების მომზადებისა და რეალიზაციის თავისებურებებს, მოხდება რეგიონში არსებული ადამიანის უფლებათა პრობლემატური თემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის არსებული მექანიზმების გაანალიზება და სიმულაცია.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2023 წლის მარტი-აპრილი, პროექტი განხორციელდება არადისტანციურ, სააუდიტორიო გარემოში.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2023 წელი.
„ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა“ მხარდაჭერილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ხორციელდება პროგრამა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ!
გისურვებთ წარმატებებს!
იხილეთ განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd5oi84zAkBv0UHaoEtc0Sl3K1qmgDed1fiKLMfJV5B38rNDg/viewform?fbclid=IwAR2TX0kcJ1Kp_HOUe4H3s4wk_94i33-ZbxOyslVG7x55ATQksSLiMFF0jzI