ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.
ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნია ივანიძისა და ნინო ჩუტკერაშვილის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ია გლუნჩაძისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის ანა არაბულის პროექტის შესახებ მოგიყვებით. სტუდენტების პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდების ინფორმირებას სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკისა და თვითრეალიზების საკითხების შესახებ.
პროექტის მიზნის მისაღწევად ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც შემდეგი საკითხები განიხილეს: თვითრეალიზაცია, თვითშეფასება, მოტივაციის მნიშვნელობა მოტივირების სხვადასხვა გზები, დასახული მიზნების მიღწევის ხერხები, კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარები და ა.შ. ტრენინგებზე ასევე განიხილეს სხვადსხვა პროფესიასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მოზარდებს სამომავლო პროფესიული არჩევნის გაკეთებაში დაეხმარებათ.
თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ტრენინგები მოიცავდა როლურ თამაშებს, რომელიც მონაწილეებს დაეხმარა საკითხების უკეთ გაანალიზებაში.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.