ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.
ამჯერად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების: ქეთი ნათათრიშვილის, თამუნა ბაზიერაშვილისა და გულია ამზოევის პროექტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ადევნების დანაშაულის შესახებ.
მიზნის მისაღწევად სტუდენტების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: რა არის ადევნების დანაშაული, სასამართლო პრაქტიკა ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ქმედების შემადგენლობა, ადევნების დანაშაულის მახასიათებლები და ა.შ. თითოეული ტრენინგი აქტიური-კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა განიხილეს მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც ადევნების დანაშაულთან დაკავშირებული საქმე განიხილეს. მონაწილეებმა მოირგეს მოსამართლის, დაცვისა და ბრალდების მხარის როლები. ეს აქტივობა მათ თეორიული მასალის უკეთ ათვისებასა და გაანალიზებაში დაეხმარა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.