,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ პროექტის ფარგლებში თელავის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი უმცირესობათა ინტეგრაციის საკითხზე. ტრენინგს უძღვებოდა გიორგი სორდია-საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ტრენინგის ფარგლებში გიორგი სორდიამ განსაზღვრა, რა იურიდიული განსხვავებაა ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობათა შორის, დეტალურად მიმოხილა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური, ეროვნული, ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობების ისტორია და განსახლების გეოგრაფიული რეგიონები.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება გამახვილდა უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელობაზე.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.