სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ გამოაცხადა სტაჟიორის შესარჩევი კონკურსი


"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" ეძებს ანაზღაურებად ინტერნს (სტაჟიორს).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობა
  • გუნდური მუშაობის უნარი (შეიძლება შაბლონურად ჟღერს, მაგრამ ეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა)
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1 და ზემოთ)
  • განვითარების სურვილი
  • სოციალური მეცნიერების მიმართულება ჩაითვლება უპირატესა


სამუშაო ადგილმდებარეობა და გრაფიკი:თბილისი, ნახევარი განაკვეთი, შესაძლებელია პერიოდულად რეგიონებში მივლინება (ხელმძღვანელთან ერთად).


სტაჟირების პერიოდი: აპრილი - ივლისი 2022


რას მიიღებ ჩვენგან:

  • იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებას და არაამხოლოდ
  • ჩაერთვები საინტერესო იდეებისა და პროექტების განხილვაში
  • ისწავლი ძალიან ბევრს, როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური მიმართულებით
  • გექნება მეტ-ნაკლებად მოქნილი გრაფიკი (ჩვენ ვიცით რომ ხართ სტუდენტები, გაქვთ ლექციები და გამოცდები)
  • მომავალი თანამშრომლობა - ამ სტაჟირების მიზანი გუნდის ახალი წევრის პოვნაა.


თუ გაინტერესებს, შეავსე განაცხადი 7 აპრილამდე.


https://docs.google.com/.../1FAIpQLScc.../viewform...