სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის ,,დემოკრატია და მოქალაქეობის’’ ფარგლებში განხორციელებული სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების კონკურსში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გაიარეს კურსი ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’ და ამ კურსის ფარგლებში განახორციელეს სამოქალაქო ჩართულობის პროექტები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა ან მათი კურსის ხელმძღვანელმა ლექტორებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა (საკმარისია ჯგუფის ერთი მონაწილის ან ლექტორის განაცხადი). განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 ნოემბერი. განიხილება მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა.
იხილეთ თანდართული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdbpAvjbYKQaLRfRDnDjvNq1TcyB_W2yYsMm-bJiVUski5nkA/viewform
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით IFES საქართველოს პროექტის ,,საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა (EPPS) საქართველოში’’ ფარგლებში.