,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ პროექტის ფარგლებში 2021 წლის 27 ივნისს თელავში სამოქმედო პროექტების რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა, ღონისძიების დასაწყისში სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ მიმოიხილა პროექტის მიზანი და განხორციელებული აქტივობები, შემდეგ კი სტუდენტებმა წარმოადგინეს სამოქმედო პროექტების შედეგები, ისაუბრეს იმ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებაზე, რომელიც პროექტსგან ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ მიიღეს.
თელავში განხორციელდა შემდეგი სამოქმედო პროექტები:
,,ადამიანის ძირითადი უფლებები=აქტიური მოქალაქე’’ პროექტის ავტორები: ნინო გომურაშვილი, ვერიკო მაისურაძე, ანა დედაბრიშვილი, თამთა სანადირაძე
,,ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება არჩევნების ჩატარების შესახებ’’ პროექტის ავტორები: გურანდა ღარიბაშვილი, თამაზ ხალხელაური, უჩა ბოჭორიძე
,,ნაადრევი ქორწინება, ძალადობა ბედნიერების სახელით’’, პროექტის ავტორები: ანი ქურციკიძე, ცისია კოლოტაძე, ანა ბაღათრიშვილი, თამუნა ნონიაშვილი
თითოეული სამოქმედო პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა ჩაატარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, როლურ თამაშებსა და ჯგუფურ სავარჯიშოებს. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ტრენინგის მონაწილეები, რომლებმაც ისაუბრეს, რა გამოცდილება მიიღეს ტრენიგებში მონაწილეობით.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.